ტრანსადრიატიკის მილსადენის (TAP) მშენებლობა იწყება. მილსადენი გაზის სამხრეთის კორიდორის ნაწილია, ის თურქეთ-საბერძნეთის საზღვართან გაზსადენ TANAP-ს შეუერთდება, რომელის მშენებლობაც ასევე მიმდინარეობს.
870 კილომეტრიანი გაზსადენი საბერძნეთის, ალბანეთის და ადრიატიკის ზღვის გავლით სამხრეთ იტალიაში შევა.
ისტორიული პროექტით აზერბაიჯანული შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული გაზის ევროპაში ტრანსპორტირება მოხდება. ამ პროექტის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის გაფართოების სამუშაოებიც, მისი სიმძლავრის გაზრდის მიზნით.
TAP-ის მშენებლობა 17 მაისს იწყება, გეგმის მიხედვით, აზერბაიჯანული გაზი ევროპაში 2020 წელს შევა.
TAP-ის აქციონერები არიან: BP (20%), SOCAR (20 %), Snam S.p.A. (20%), Fluxys (19%), Enagás (16 %) და Axpo (5%).
პროექტი, როგორც ავღნიშნეთ, საქართველოს დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილია, სწორედ ამიტომ მშენებლობის დაწყების ცერემონიაში, რომელიც თესალონიკში გაიმართება, საქართველოს პრემიერიც მონაწილეობს.
გიორგი კვირკაშვილი საბერძნეთში ვიზიტის ფარგლებში საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასთანაც გამართავს შეხვედრას.
წყარო: gbc.ge