„თავისუფალ დემოკრატებს” სოლიდარობას უცხადებენ „რესპუბლიკელები“ და შაბათს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისთვის ემზადებიან.
როგორც „რესპუბლიკელმა“ ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ თავის საწინააღმდეგო განაჩენი მიიღო, რაც „თავისუფალ დემოკრატებს“ კიდევ უფრო გააძლიერებს.
„ირაკლი ალასანია და მისი პარტია, პოლიტიკურად გამოვლენ უფრო მოძლიერებულები ამ ვითარებიდან, ასე რომ საკუთარი პარტიის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო „ქართული ოცნების“ მესვეურებმა. ეს მეტყველებს მათი კვალიფიკაციის დეფიციტზე,“ – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
სასამართლო გადაწყვეტილებაში პოლიტიკურ ასპექტს გამორიცხავს უმრავლესობა და აცხადებს, რომ კანონი ყველასთვის კანონია.
ცნობისთვის, გუშინ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულებს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადებას ხმაური მოჰყვა. „თავისუფალმა დემოკრატებმა“ გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა და აქციები დააანონსა.