ახალი ამბები მთავარი სამართალი

პოლიციამ 10 ლგბტ აქტივისტი დააკავა

“ლგბტ საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ბერიანიძის ინფორმაციით, გვიან ღამით, ლგბტ აქტივისტები ქუჩაში სტენსილების გაკეთების დროს დააკავეს. ბერიანიძემ აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა:

„ამ წამს ლგბტ აქტივისტები დააკავეს ქუჩაში სტენსილების გაკეტების გამო და განყოფილებაში ჰყავთ გადაყვანილი. როგორც შემატყობინეს პოლიცია იქცეოდა და იქცევა ძალადობრივად: ქუჩაში ძირს ახოხიალეს აქტივისტები, ფიზიკურად შეეხნენ და იყვნენ ძალიან აგრესიულები. ამ წამს მე და ნინო ბოლქვაძე გავდივართ იმ განყოფილებაში, სადაც ისინი არაიან. როგორც გავიგე ორთაჭალაში ჰყავთ ძველი თბილისის პირველ ან მესამე განყოფილებაში – მისამართს არ ეუბნებიან წესიერად და ტელეფონში ძლივს მოასწრო ერთ-ერთმა აქტივისტმა უცბად მისამართის თქმა და ტელეფონიც ჩამოარეთვეს.

უშიშროების თანამშრომლები უკვე ატერორებდნენ და ემუქრებოდნენ რამდენიმე ლგბტ აქტივისტს ამ დღეებში. ეხლა კიდევ ეს! ეს არის სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული რეიდი და ტერორი ლგბტ აქტივისტებზე წელს!”, – წერს ბერიანიძე.

გავრცელებული ინფორმაციით, აქტივისტებმა სხვადასხვა ფერის საღებავით რამდენიმე შენობა შეღებეს, მათ შორის საპატრიარქოს კედლები. ისინი შენობებზე ცისარტყელას ხატავდნენ.

შსს-ს ცნობით, 10 პირის დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის საფუძველზე მოხდა, რაც ადმინისტრაციული თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს. ამასთან რამდენიმე პირს ბრალად 173-ე მუხლის დარღვევაც ედება, რაც პოლციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ითვალისწინებს.

იტვირთბა....