აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ევროკავშირი ათობით მილიარდი ევროს ოდენობის ახალი სესხებისა და გრანტების გამოყოფას აპირებს, რათა კონტინენტზე აშშ-ის სამხედრო შესაძლებლობების ჩანაცვლება შეძლოს – „ბლუმბერგი“

ევროკავშირი ათობით მილიარდი ევროს ოდენობის ახალი სესხებისა და გრანტების გამოყოფას აპირებს, რათა აშშ-ის სამხედრო შესაძლებლობების ჩანაცვლება შეძლოს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ საქმის კურსში მყოფ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, დაფინანსების ახალი პაკეტი გასული წლის 150 მილიარდი ევროს ღირებულების SAFE პროგრამას მოჰყვება. პროგრამა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს თავდაცვის გადაუდებელი საჭიროებებისთვის შეღავათიანი დაფინანსებით უზრუნველყოფდა.

როგორც „როიტერი“ წერს, ამჯერად ყურადღება გამახვილებულია იმ ტექნიკურ და ლოგისტიკურ შესაძლებლობებზე, რომლებიც ფართომასშტაბიან კონფლიქტებთან გასამკლავებლად არის საჭირო და რომლებსაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ევროპაში ამცირებს.

წყაროების ცნობით, ახალი გეგმის დაფინანსების მოცულობა ჯერ განსაზღვრული არ არის, თუმცა მისი ამოქმედება მომავალი წლის მეორე ნახევრიდან იგეგმება. პროგრამა ნაწილობრივ ნასესხები სახსრებით, ნაწილობრივ კი ევროკავშირის მომდევნო შვიდწლიანი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

მედიის ცნობით, პროგრამის საბოლოო ფორმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან  გამართული კონსულტაციების შედეგად განისაზღვრება, რათა წევრი ქვეყნების საჭიროებები დადგინდეს. “ბლუმბერგი” წერს, რომ პროგრამა ასევე გაითვალისწინებს იმ სამხედრო შესაძლებლობებს, რომლებსაც აშშ ამჟამად ევროპაში ფლობს ან რომელთა გაყვანასაც მომავალში გადაწყვეტს.

იტვირთბა....