დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ვეტერანები ომის შემთხვევაში მობილიზაციისთვის მზადყოფნის შესახებ გააფრთხილა, – ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ცივი ომის შემდეგ პირველად, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ დაახლოებით 100 000 ვეტერანს წერილი გაუგზავნა, რომ ომის შემთხვევაში მობილიზაციისთვის მზად იყვნენ.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყება ვეტერანებს წვრთნებში მონაწილეობის მიღებას სთავაზობს.
უწყების შეთავაზება ნატო-ს Steadfast Defender-ის წვრთნებში მონაწილეობასაც მოიცავს, რომელიც მომავალი წლის გაზაფხულზე გაიმართება.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის უეს სტრიტინგის განცხადებით, შეტყობინებების გაგზავნის მიზანს ვეტერანების პირადი მონაცემების შემოწმება, ასევე იმის დადგენა წარმოადგენს, თუ რა გამოცდილება და უნარები შეიძინეს მათ შეიარაღებული ძალების დატოვების შემდეგ.

