ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„ირაკლი ალასანია, ახლა არ მოგწონს ბუგიანიშვილი, ხო?“

ყოფილი მაღალჩინოსნის, ბაჩო ახალაიას ცოლი, ანი ნადარეიშვილი ე.წ. კაბელების საქმის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, აღნიშნული საქმის მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ჯიბის მოსამართლეა.

„კაბელების” საქმეზე მოსამართლედ წოდებულმა მონა ბესიკ ბუგიანიშვილმა (იგივე ბუგი-ბუგიმ) ყველა დამნაშავედ სცნო. სწორედ ამ ბუგიანიშვილმა მიუსაჯა ბაჩო ახალაიასაც, 13-ჯერ გამართლებულ ბაჩო ახალაიას, 13 სხვადასხვა მოსამართლე არ დაემონა ბიძინა ივანიშვილს.

ეს ის მოსამართლედ წოდებულია, რომელმაც მიუსაჯა დათა ახალაიას საქმეში, რომელშიც საბერძნეთის ყველა ინსტაციის სასამართლომ დათა ახალაია უდანაშაულოდ ცნო.

ერთი სიტყვით, ბესიკ ბუგიანიშვილი არის ივანიშვილის ჯიბის მოსამართლე, რომელიც ზედმიწევნით, უმტკივნეულოდ, უსიტყვოდ, წინააღმდეგობის გარეშე, მარტივად და მონურად ასრულებს ივანიშვილის დავალებებს.

პ.ს. Irakli Alasania ახალა არ მოგწონს ბუგიანიშვილი ხო?”, – წერს ნადარეიშვილი.

ცნობისთვის, დღეს ხმაური მოჰყვა ე.წ. კაბელების საქმეზე განაჩენის გამოცხადების პროცესს, რის გამოც სხდომა დაიხურა. ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს 7-7-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ბესიკ ბუნიათიშვილმა დახურულ კარს მიღმა გამოაცხადა.

ე.წ. კაბელების საქმეზე 5 პირი იყო ბრალდებული: ნუგზარ კაიშაურს, დავით წიფურიას, არჩილ ალავიძეს, გიორგი ლობჟანიძესა და გიზო ღლონტს გამოძიება სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ლარის გაფლანგვას ედავებოდა.

იტვირთბა....