უკრაინაში წუხელ განხორციელებული მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 30-მდე დაშავდა – ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
“რუსების თავდასხმის ყველა სამიზნე ჩვეულებრივი სამოქალაქო ინფრასტრუქტურაა, სიტყვასიტყვით სიცოცხლის გადარჩენის ობიექტები.
ენერგეტიკული ობიექტები, ლოჯისტიკური ობიექტები – ხიდები დნეპრზე, რკინიგზის ობიექტები“ – დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.
მისივე ინფორმაციით, ოკუპანტებმა უკრაინის წინააღმდეგ ღამის განმავლობაში 400-ზე მეტი სადესანტო დრონი და 110-ზე მეტი რაკეტა გამოიყენეს, საიდანაც 27 ბალისტიკური იყო.

