აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ადასტურებს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული Х-101 ტიპის ფრთოსანი რაკეტა ჩამოვარდა

უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური სარაკეტო და დრონებით თავდასხმის დროს, პოლონეთის ლუბლინის სავოევოდოში, სოფელ ნოვი ლიპოვიეცთან, რუსული Х-101 ტიპის ფრთოსანი რაკეტა ჩამოვარდა.

ინფორმაცია პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა დაადასტურა.

რაკეტა უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 45-60 კილომეტრის მანძილზე ჩამოვარდა; მსხვერპლისა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

კოსინიაკ-კამიშის თქმით, კიდევ ერთ ადგილას აღმოჩენილი კვალი, სავარაუდოდ, ასევე რაკეტას უკავშირდება, მესამე შემთხვევაში კი, მისი თქმით, საქმე, სავარაუდოდ, რეაქტიული ძრავის მქონე დრონს ეხება.

გამოძიება მიმდინარეობს სხვა ლოკაციებთან დაკავშირებითაც. პოლონეთის სამხედრო პროკურატურა იკვლევს, თუ რამდენი ობიექტი შემვიდა ქვეყნის საჰაერო სივრცეში. პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის განცხადებით, ამჟამად საჰაერო საფრთხე არ არსებობს

იტვირთბა....