აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პოლონეთის და ნატო-ს საჰაერო სივრცის კიდევ ერთი დარღვევა ცხადყოფს, თუ რა საფრთხეებს უქმნის რუსეთის აგრესია მთელ ევროპასა და ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობას – ანდრეი სიბიგა

რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის შედეგად პოლონეთის (და ნატო-ს) საჰაერო სივრცის კიდევ ერთი დარღვევა ცხადყოფს, თუ რა საფრთხეებს უქმნის რუსეთის აგრესია მთელ ევროპასა და ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობას, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

„მაშინ, როდესაც მოსკოვი ცდილობს, დაიწყოს დისკუსიები „ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის“ შესახებ, რუსული რაკეტები და დრონები პირდაპირ ძირს უთხრის ევროპაში არსებულ უსაფრთხოების წესრიგს. მისი განმტკიცებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი, ალბათ, სწორედ ასეთი თავდასხმების შეწყვეტა იქნებოდა”, – აცხადებს სიბიგა.

მისი თქმით, უკრაინა რუსეთისგან მომდინარე საფრთხის წინააღმდეგ თავდაცვის პირველ ხაზზე დგას და უკრაინის შესაძლებლობების გაძლიერებით, მოკავშირეები საკუთარ მოსახლეობასა და უსაფრთხოებას იცავენ.

“ახლა რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას, უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებასა და სამშვიდობო ძალისხმევის წინ წაწევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სოლიდარობას ვუცხადებთ პოლონეთსა და პოლონელ ხალხს. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, რათა გავუწიოთ ყველა საჭირო დახმარება ამ ინციდენტის გამოძიებასა და მომავალში მსგავსი საფრთხეების თავიდან აცილებაში”, – აცხადებს სიბიგა.

იტვირთბა....