აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ლატვიაში ახალი კოალიციის ჩამოყალიბების შედეგად მინისტრთა დიდი ნაწილი შეიცვალა, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე

ლატვიის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ ანდრის კულბერგსმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. ახალი კოალიციის ჩამოყალიბების შედეგად მინისტრთა დიდი ნაწილი შეიცვალა, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე.

კენჭისყრის შედეგად მთავრობის ცვლილებებს 57-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 34-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.

პარტია „ახალი ერთობის“ მიერ მთავრობის დატოვების გამო, 13 სამინისტროდან ცხრაში ახალი ხელმძღვანელი დაინიშნა.

საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ბაიბა ბრაჟე უზბეკეთში ლატვიის ყოფილმა ელჩმა, გირტს იაუნზემსმა შეცვალა. ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობა ბანკ Citadele-ის მთავარმა ეკონომისტმა, კარლის პურგაილისმა ჩაიბარა. ეკონომიკის მინისტრი ედგარს შტელმაჰერსი გახდა, იუსტიციის მინისტრი კი – ვიესტურს ვიტოვსკისი. ჯანდაცვის მინისტრად ბიზნესმენი ნორმუნდს სტანევიჩსი დაინიშნა, ტრანსპორტის მინისტრად კი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი კრიშს ლიპშანსი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩესლავს ბატნა უხელმძღვანელებს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს – ედგარს პუტრა, ხოლო კეთილდღეობის მინისტრის პოსტი „ეროვნული ალიანსის“ თავმჯდომარემ, ილზე ინდრიკსონემ დაიკავა.

წინა კაბინეტის შემადგენლობიდან თანამდებობები მხოლოდ ოთხმა მინისტრმა შეინარჩუნა: თავდაცვის, შინაგან საქმეთა, კულტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრებმა.

იტვირთბა....