რუსეთის მიერ ქალაქ ლვოვზე საჰაერო იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ლვოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსზე, მაქსიმ კოზიცკიზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისივე ცნობით, დაშავდა, სულ მცირე, ოთხი პირი.
„სკნილივის რკინიგზის სადგურზე რუსული თავდასხმისას ორი ადამიანი დაიღუპა. სულ მცირე, ოთხი დაშავდა,“ – აღნიშნა ლვოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა.
როგორც მაქსიმ კოზიცკიმ განაცხადა, ერთ-ერთ სოფელში რუსული დრონის ჩამოგდების შედეგად სამი სახლი და ერთი ავტომობილი დაზიანდა. დაშავდა კიდევ ერთი პირი.
ასევე, რუსებმა იერიში მიიტანეს სტრიის რაიონში მდებარე ენერგეტიკულ ობიექტზე.

