20 ნოემბრის ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალების დამრტყმელმა დრონებმა სმოლენსკის ოლქში მდებარე Дорогобуж-ის (“დოროგობუჟი”) ქარხანას დაარტყეს, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერებების დასამზადებლად საჭირო კომპონენტები იწარმოება.
ამის შესახებ მონიტორინგის პლატფორმა Exilenova+ იტყობინება.
სააქციო საზოგადოება Дорогобуж-ის ქიმიური ქარხანა აზოტმჟავას, ამიაკის, NPK სასუქებისა და ამონიუმის გვარჯილის წარმოებაშია სპეციალიზებული.
ეს კომპონენტები ფართოდ გამოიყენება ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოებაში, რომლებსაც რუსული არმიის სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალისთვის იყენებს.
ცნობისთვის, უკრაინამ Дорогобуж-ის ქიმიურ ქარხანაზე იერიში 25 თებერვალსაც მიიტანა.

