აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

„მსურველთა კოალიციასთან“ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება შემდეგი რაუნდისთვის მზადებაზე, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებსა და ევროპაში მომავალი სტაბილურობის უფრო ფართო ჩარჩოზე – ჯარედ კუშნერი

სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და მე ბერლინში მივემგზავრებით, რათა პრეზიდენტ ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან კონსულტაციები გავიაროთ „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე, – ამის შესახებ აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი და სიძე, ჯარედ კუშნერი სოციალურ ქსელში წერს.

“ამ ვიზიტისთვის ჩვენი პრიორიტეტებია უკრაინასთან და ევროპასთან მჭიდრო კოორდინაციის გაძლიერება, მდგრადი მშვიდობის ძირითად ელემენტებთან დაკავშირებით ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებაზე მუშაობა და მრავალმხრივი მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის დღის წესრიგისა და შემოთავაზებული ფორმატის ერთობლივად მომზადება”, – აცხადებს კუშნერი.

მისი თქმით, ასევე განიხილავენ, თუ როგორ შეიძლება „მსურველთა კოალიციის“ მნიშვნელოვანმა საქმიანობამ წვლილი შეიტანოს ომის შემდგომ უსაფრთხოების მოწყობაში – მათ შორის უკრაინისთვის სანდო გარანტიების უზრუნველყოფასა და ისეთი უფრო ფართო ჩარჩოს შექმნაში, რომელიც განამტკიცებს ევროპულ სტაბილურობას და ამცირებს მომავალი კონფლიქტის რისკს. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მტკიცედ არის განწყობილი, დაასრულოს ეს საშინელი ომი და დაამყაროს ხანგრძლივი მშვიდობა, რაც მთელ ევროპას უფრო უსაფრთხოს გახდის”, – წერს კუშნერი.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები ბერლინში უკრაინას მიაწვდიან არსებით ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტის ჩინეთში გამართული მოლაპარაკებების შესახებ.

იტვირთბა....