აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან – დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინისთვის მეგობრის წოდების შემდეგ

ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში წერს.

პოლონეთის პრემიერმა აღნიშნული შინაარსის პოსტი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დღეს ჩინეთში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მეგობარი უწოდა.

დონალდ ტრამპის ამ განცხადებას გამოეხმაურა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკიც.

„მართლაც, რთულია განსჯა – შედეგებით უნდა ვიმსჯელოთ – მაგრამ პუტინის ჩახუტება და მისთვის მეგობრის წოდება გარკვეულ შეშფოთებას იწვევს. რადგან ჩნდება კითხვა: ვისთან უფრო მეტად მეგობრობს ის – პუტინთან თუ ჩვენს პრეზიდენტთან? და რა გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ საქმე რთულ არჩევანზე მიდგება – რომელ მეგობარს აირჩევს?“ – აღნიშნა სიკორსკიმ.

იტვირთბა....