აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
დონალდ ტრამპის, სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ჩინეთის ქალაქ შენჭენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში გაიმართა.
მოლაპარაკებების მთავარი თემები ბირთვული განიარაღება და რეგიონული კონფლიქტების მოგვარება იყო.
სამი ქვეყნის ლიდერებს შორის შეხვედრა დაახლოებით საათ-ნახევარს გაგრძელდა.
სამმხრივ მოლაპარაკებებამდე დონალდ ტრამპმა ცალკეული შეხვედრები გამართა როგორც ვლადიმერ პუტინთან, ისე სი ძინპინთან.

