ევროკომისია კიბერშეტევის სამიზნე გახდა, რამაც შესაძლოა, დიდი რაოდენობით პერსონალური მონაცემები დააზიანა. ევროკომისიაში აცხადებენ, რომ მათ შეძლეს თავდასხმის უმეტესი ნაწილის შეკავება, თუმცა ზიანის სრული მასშტაბი ჯერჯერობით უცნობია.
„პოლიტიკოს“ ცნობით, დაახლოებით ათი დღის განმავლობაში გაგრძელებული შეფერხების დროს, მწყობრიდან გამოვიდა რამდენიმე სისტემა, მათ შორის: ადამიანური რესურსების, ხელფასის უწყისებისა, სამუშაო დროის აღრიცხვის, ასევე სამედიცინო ხარჯების ანაზღაურების სისტემა.
როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ იუწყება, კიბერინციდენტებთან დაკავშირებით, ევროკომისიამ გადაუდებელი შეხვედრისთვის კრიზისების მართვის უმაღლესი დონის შიდა ორგანო მოიწვია.

