აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთს, აშშ-სა და ჩინეთს შეუძლიათ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში – ლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთს, აშშ-სა და ჩინეთს შეუძლიათ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში.

პუტინის თქმიტვე, რუსეთს, ჩინეთს და შეერთებულ შტატებს რეგიონული კონფლიქტების მოგვარებაში ბევრი საერთო ინტერესი აქვთ.

“ჩვენს ქვეყნებს რეგიონული კონფლიქტების, მათ შორის, რა თქმა უნდა, უკრაინის კონფლიქტის, მოგვარებაში ბევრი საერთო ინტერესი აქვთ. გუშინ ეს საკითხი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტთან განვიხილეთ და დღეს, აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივით, ჩვენს ორმხრივ შეხვედრაზე ამას მნიშვნელოვანი ყურადღება დავუთმეთ.

დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთს, აშშ-სა და ჩინეთს, ჩვენს ხალხებს შეუძლიათ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში, თუკი ჩვენ ვითანამშრომლებთ კონსტრუქციულად – ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და ინტერესთა ბალანსის საფუძველზე“, – განაცხადა პუტინმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტები, დონალდ ტრამპი, სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი, ჩინეთის ქალაქ შენჭენში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში შეხვედრას მართავენ.

იტვირთბა....