აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ტრამპსა და პუტინს შეხვედრაზე მნიშვნელოვანი განცხადებები არ გაუკეთებიათ – უშაკოვი

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის, განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან “კარგმა” შეხვედრამ ვლადიმირ პუტინი “შესანიშნავ განწყობაზე” დატოვა.

ცნობისთვის, მხარეები ერთმანეთს 19 ნოემბერს ჩინეთის ქალაქ შენჭენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში შეხვდნენ.

როგორც Interfax წერს, უშაკოვმა რუსულ სამთავრობო მედიასთან საუბრისას თქვა, რომ შეხვედრა დაახლოებით 35-40 წუთს გაგრძელდა. შეკითხვაზე, იყო თუ არა უკრაინა საუბრის მთავარი თემა, მან უპასუხა: “შეიძლება ითქვას, დიახ”.

“კარგი შეხვედრა იყო. განვიხილეთ სამმხრივი სამიტისთვის მზადების საკითხები და ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხიც. ბუნებრივია, უშუალოდ უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხებსაც შევეხეთ.” – განაცხადა უშაკოვმა.

მისივე თქმით, საუბარს პუტინის, ტრამპისა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგის სამმხრივ შეხვედრამდე მოსამზადებელი ხასიათი ჰქონდა.

“ჩემი აზრით, არცერთ მხარეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი განცხადებები არ გაუკეთებია, რადგან ვემზადებით ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის, რომელიც სამმხრივ ფორმატში გაიმართება.” – თქვა უშაკოვმა.

იტვირთბა....