აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინის იერიშებმა რუსეთში ნავთობის გადამუშავება 45%-ით შეამცირა – Reuters

გამოცემა Reuters ნავთობის ინდუსტრიის ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ოქტომბრის ბოლოდან უკრაინული დრონების იერიშებმა რუსეთში ნედლი ნავთობის გადამუშავების დღიური მოცულობა დაახლოებით 45%-ით შეამცირა.

წყაროების შეფასებით, დღიური გადამუშავება 700 000 ტონაზე მეტიდან დაახლოებით 400 000 ტონამდე დაეცა. ამასთან, გამოცემის მიხედვით, ბოლო 20 დღის იერიშებმა რუსეთის 35 მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან 15-ის მუშაობა შეაფერხა ან შეაჩერა.

თუმცა, შემცირება მიმდინარე დღიურ მაჩვენებელს ეხება. ნოემბრის საშუალო დღიური მოცულობა, წყაროების შეფასებით, კვლავ 500 000 ტონაზე მეტია და სექტემბერ-ოქტომბრის დონეს 5-10%-ით ჩამორჩება.

იტვირთბა....