რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კირილ დმიტრიევის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ერთგულნი არიან, რასაც მთელი მსოფლიო უყურებს.
მისივე თქმით, იმ დროს, როდესა მოსკოვი და ვაშინგტონი კონლფიქტის მოგვარებას ცდილობენ, ევროპელები ცდილობენ ამას ხელი შეუშალოს.
„რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ერთგულნი არიან უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების. ევროპელები ცდილობენ ამას ხელი შეუშალონ. ცხადია, ბევრი ძალა ცდილობს ხელის შეშლას, მაგრამ ეს დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანია და ამას მთელი მსოფლიო უყურებს“, – განაცხადა დმიტრიევმა.

