ჩინეთში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა დასრულდა. თეთრი სახლის ინფორმაციით, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებები საათზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა. სულ მალე კი უნდა დაიწყოს შეერთებული შტატებისა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრა.
შეხვედრა ქალაქ შენჟენში, APEC-ის სამიტის ფარგლებში შედგა. მოგვიანებით შედგება ტრამპის, სი ძინპინისა და პუტინის ისტორიაში პირველი სამმხრივი სამიტიც. ოფიციალური დღის წესრიგის მიხედვით, ლიდერები განიხილავენ ახლო აღმოსავლეთში – ირანში მიმდინარე ესკალაციას, ბირთვული შეიარაღების კონტროლს, ვაჭრობასა და ეკონომიკას – მათ შორის ამერიკაში იშვიათი ლითონების ექსპორტს – და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ გამოწვევებს.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩინეთის პრეზიდენტთან შეხვედრისგან დადებით შედეგებს ელოდება.
“მოუთმენლად ველით ჩვენს შეხვედრას. მრავალი წელია, კარგი ურთიერთობა გვაქვს. ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ. ვფიქრობ, შესაძლოა ამ შეხვედრას ბევრი კარგი შედეგი მოჰყვეს, ან, სულ მცირე, კარგი შედეგების მიღწევის საფუძველი გახდეს. მოგვიანებით, მეორე შეხვედრაც გვექნება, რომლის შესახებაც, ალბათ, უკვე იცით. ეს შესანიშნავი იქნება”, – აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

