აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ყირიმის ხიდზე ისევ შეტევა იყო

მორიგი შეტევა ყირიმის ხიდზე  – უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული კიდევ ერთი იერიშის გამო მოძრაობა ისევ გადაიკეტა.

ინფორმაციას ამის შესახებ დროებით ოკუპირებული ყირიმის ე.წ ხელმძღვანელი ავრცელებს.

„ყირიმის ხიდზე მორიგი შეტევის შედეგად მოძრაობა დროებით გადაკეტილია” და „მიმდინარეობს ზიანის შეფასება” – დაწერა სერგეი აქსიონოვმა ტელეგრამზე. 

„კრიმსკი ვეტერ“-ის წყაროთა ცნობით, სარაკეტო შეტევა იყო ხიდის სარკინიგზო ნაწილზე. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.

იტვირთბა....