აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, არ მიიჩნევს, რომ ამჟამად აშშ-ის დედაქალაქს ირანის მხრიდან რაიმე უშუალო საფრთხე ემუქრებოდეს.
ამის შესახებ რუბიომ CNN-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ტელეკომპანია, აშშ-ის დაზვერვის შეფასებებზე დაყრდნობით წერდა, რომ ირანი შესაძლოა ვაშინგტონში ე.წ. ბინძური ბომბის გამოყენებით თავდასხმას გეგმავდეს.
“არა“, – უპასუხა მარკო რუბიომ ჟურნალისტის კითხვას, აწუხებდა თუ არა მას ვაშინგტონზე უშუალო თავდასხმის საფრთხე. „არ ვფიქრობ, რომ ამჟამად რაიმე გარდაუვალი საფრთხე არსებობს“, – განაცხადა რუბიომ.
რუბიომ დასძინა, რომ აშშ-ის მთავრობა „მუდმივად აკვირდება ყველაფერს, რაც შესაძლოა შეერთებული შტატების უსაფრთხოებასა და დაცულობას საფრთხეს უქმნიდეს“.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ შეერთებული შტატები სერიოზულად აღიქვამს ირანის მხრიდან თავდასხმის შესაძლებლობას.
ცნობისთვის, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ბრალდებები უარყო და მათ უსაფუძვლო უწოდა.

