ჩემი მიზანი მხოლოდ იმის განხილვა იქნება, რა შესაძლო ვარიანტები არსებობს, რათა საზოგადოებამ თითოეულის დადებითი და უარყოფითი მხარეები დაინახოს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა ქვეყნის ევროკავშირში დაბრუნების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, შესაძლო ვარიანტებს საზოგადოებას თავის დროზე წარუდგენენ.
„ამის გაკეთება არ გვეჩქარება“, – აღნიშნა ბერნემმა.

