აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

გერმანია და ნორვეგია უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების შეძენას დააფინანსებენ

გერმანია და ნორვეგია უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების ახალი პაკეტის შეძენას დააფინანსებენ.

თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა 17 ნოემბერს ბრიუსელში განაცხადა, რომ გერმანია პაკეტისთვის $300 მილიონს გამოყოფს. პაკეტის მთავარი პრიორიტეტი საჰაერო თავდაცვაა, განსაკუთრებით კი Patriot-ის გზაგადამჭრელი რაკეტების შეძენა.

“რუსეთი საჰაერო იერიშებს აძლიერებს, რადგან ბრძოლის ველზე წინ ვერ მიიწევს.” – განაცხადა პისტორიუსმა EU-ს შეხვედრაზე.

ბოლო პერიოდში რუსეთმა უკრაინის ქალაქებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშები გაახშირა, რის ფონზეც კიევი მოკავშირეებს Patriot-ის დამატებითი რაკეტების მოძიებას სთხოვს, რადგან ეს სისტემები უკრაინას რუსული ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდებაში ეხმარება.

იტვირთბა....