ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრე სტუბის განცხადებით, ბერლინში ხუთშაბათს დაგეგმილი „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა სამშვიდობო პროცესისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
“ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, მოლაპარაკებებში სტრუქტურა და წესრიგი დავამკვიდროთ; ეს, არსებითად, გულისხმობს მკაფიო განრიგისა და დღის წესრიგის არსებობას”, – განაცხადა სტუბმა ბერლინში, გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, მოლაპარაკებების პროცესი სწრაფად არ წარიმართება, თუმცა მთავარია დაიცვან პრინციპი, რომ უკრაინის ტერიტორიებზე უკრაინის გარეშე არ ისაუბრონ და უსაფრთხოების საკითხზე კი – ევროპის გარეშე.
„ეს პროცესი სწრაფად არ წარიმართება, თუმცა, ვფიქრობ, ის კარგად უნდა იყოს სტრუქტურირებული. აქ მთავარი ის არის, რომ უკრაინის გარეშე ტერიტორიებზე საუბარი არ შეიძლება. ევროპის გარეშე კი – უსაფრთხოებაზე საუბარი“, – აღნიშნა სტუბმა.

