აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ყირიმის ხიდი აღდგება და ძველზე უკეთესიც იქნება – დიმიტრი პესკოვი

კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი ყირიმის ხიდზე უკრაინის განმეორებით იერიშს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დაზიანებულ ხიდს აღადგენენ და ის “ძველზე უკეთესიც იქნება”.

მისი თქმით, ჩამონგრეული თაღის აღდგენითი სამუშაოებისთვის კონკრეტული გეგმა შემუშავდება.

“შემუშავდება გეგმა, კონკრეტული გეგმა. განისაზღვრება აღდგენითი სამუშაოების დრო. ეჭვგარეშეა, რომ ხიდი აღდგება და ძველზე უკეთესიც იქნება.” – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ყირიმის ხიდზე უკრაინის დარტყმას ეხებოდა.

ცნობისთვის, 17 ნოემბრის ღამის საათებში უკრაინის განმეორებითი თავდასხმის შედეგად ყირიმის ხიდის ერთ-ერთი თაღი და საავტომობილო გზის მონაკვეთი სრულად ჩამოინგრა, რის შედეგადაც ხიდზე შეჩერდა როგორც სარკინიგზო, ისე საავტომობილო მიმოსვლა

“16-17 ნოემბრის ღამეს უპილოტო საფრენი აპარატებით მიტანილი მეორე იერიშის შედეგად ყირიმის ხიდის როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო მონაკვეთებზე მოძრაობა დროებით შეჩერებულია.” – განაცხადეს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში.

უკრაინული დრონებით იერიშის შედეგად ყირიმის ხიდი წინა ღამით, 16 ნოემბერსაც დაზიანდა. ბოლო იერიშამდე რუსული ტელეგრამ-არხი Mash წერდა, რომ დარტყმის შედეგად ხიდის ერთ-ერთი თაღი დაახლოებით 15 გრადუსით იყო გადახრილი.

ხიდი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმს რუსეთთან აკავშირებს. ის უკრაინაში რუსეთის ძალების მომარაგების ერთ-ერთი მთავარი მარშრუტია. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინულმა ძალებმა მასზე იერიში რამდენჯერმე მიიტანეს.

იტვირთბა....