აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უნგრეთმა, საზღვართან მდებარე რკინიგზის სადგურთან რუსული დრონით დარტყმის შემდეგ, უკრაინასთან სარკინიგზო მიმოსვლა დროებით შეაჩერა

უნგრეთი ქვეყანასა და უკრაინას შორის სარკინიგზო მიმოსვლას ორი დღით აჩერებს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პიტერ მადიარმა განაცხადა მას შემდეგ, რაც დასავლეთ უკრაინაში, რკინიგზის სადგურთან ახლოს რუსული დრონით დარტყმა განხორციელდა.

„ცოტა ხნის წინ, ზაკარპატიაში რუსულმა დრონმა მუკაჩევოს რკინიგზის სადგურიდან 300 მეტრის მოშორებით დარტყმა განახორციელა. უნგრეთიდან მიმავალი მატარებლის უნგრელი ეკიპაჟი მატარებლიდან გამოიყვანეს. დღეს და ხვალ უნგრეთსა და უკრაინას შორის სარკინიგზო მიმოსვლას ვაჩერებთ“, – აღნიშნა მადიარმა.

იტვირთბა....