აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თურქეთში ოპოზიციურ არხ Sozcu-ში სახელმწიფო მმართველი დანიშნეს, დააკავეს ხელმძღვანელებიც

თურქეთის პოლიციამ ოპოზიციური ტელეკომპანია Sozcu TV-ის ოფისები გაჩხრიკა და ტელევიზიისა და მისი ონლაინპლატფორმების მართვა სახელმწიფოს მიერ დანიშნულ მმართველს გადააბარეს. 

ტელეკომპანიის განცხადებით, პოლიციამ არხის რამდენიმე ხელმძღვანელიც დააკავა.

სტამბოლის პროკურატურის განცხადებით, არხის ხელმძღვანელებს ფეთულა გიულენის ორგანიზაცია FETÖ-სთან შესაძლო კავშირი და უცხოეთში არსებული ანგარიშებიდან დაფინანსების მიღება ედებათ ბრალად. FETÖ თურქეთის ხელისუფლებამ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. 

Sozcu TV მე-6 თურქული მედია გახდა, რომლის სამართავადაც ხელისუფლებამ სახელმწიფო მმართველი დანიშნა.

ცნობისთვის, სახელმწიფოს მიერ დანიშნულ მმართველს გადაებარა ტელეკომპანია Sozcu TV-სა და მისი საინფორმაციო ვებგვერდის მართვა, გაზეთ Sözcü-ს კი ეს არ შეეხება. 

იტვირთბა....