აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-ის შუალედური არჩევნების შემდეგ დონალდ ტრამპის რეიტინგი 32%-ია, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, გამოკითხულთა 66% ტრამპის პრეზიდენტობით უკმაყოფილოა

Reuters/Ipsos-ის სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, აშშ-ში გამართული შუალედური არჩევნების შემდეგ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულზეა და 32%-ს შეადგენს.

გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების 66% დონალდ ტრამპის პრეზიდენტობით უკმაყოფილოა. Reuters/Ipsos კვლევის მიხედვით, ოქტომბრის შუა რიცხვებიდან აშშ-ის პრეზიდენტის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალია და მას შემდეგ არ გაზრდილა.

ამასთან, გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების მხოლოდ 31% უჭერს მხარს ირანის წინააღმდეგ ომს. გამოკითხულთა 64%-მა განაცხადა, რომ ისინი მხარს არ უეჭერენ თეირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს.

ამასთან, კვლევის მიხედვით, ამერიკელი ამომრჩევლების თითქმის 70% შეშფოთებულია ტრამპის ადმინისტრაციაში კორუფციითა და ინტერესთა კონფლიქტით.

რაც შეეხება უშუალოდ დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების წევრებს შორის ჩატარებულ გამოკითხვას, Reuters/Ipsos-ის თანახმად, რესპუბლიკელების 75% დონალდ ტრამპს დადებითად აფასებს, 77% ჯეი დი ვენსს, ხოლო 70% მარკო რუბიოს. დემოკრატიული პარტიის წევრებს შორის კი ჰაკიმ ჯეფრისის მოწონების რეიტინგი 40%-ია, ჩაკ შუმერის კი 34%.

Reuters/Ipsos-მა 13-16 ნოემბერს ონლაინ რეჟიმში ჩატარებული გამოკითხვის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 521 ზრდასრული ამერიკელი გამოიკითხა, ცდომილების ზღვარი დაახლოებით 3 პუნქტია.

იტვირთბა....