განმეორებითი თავდასხმის შედეგად ქერჩის ხიდის ერთ-ერთი თაღი და საავტომობილო გზის მონაკვეთი ზღვაში ჩავარდა. ხიდზე შეჩერებულია როგორც სარკინიგზო, ისე საავტომობილო მიმოსვლა.
“16-17 ნოემბრის ღამეს უპილოტო საფრენი აპარატებით მიტანილი მეორე იერიშის შედეგად ყირიმის ხიდის როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო მონაკვეთებზე მოძრაობა დროებით შეჩერებულია”. – განაცხადეს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში.
რუსული და უკრაინული სადამკვირვებლო ტელეგრამ არხები ქერჩის ხიდის ახალ ფოტოებს აქვეყნებენ, სადაც მხოლოდ ერთი თაღი ჩანს.
ცნობისთვის, კრემლის ცნობით, 16 ნოემბრის ღამის საათებში უკრაინული დრონებით იერიშის შედეგად ქერჩის ხიდი დაზიანდა, რის გამოც ხიდზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეწყდა, მის ორივე მხარეს კი, რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, რიგში დაახლოებით 2 000 ავტომობილია გაჭედილი.
ქერჩის ხიდი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმს რუსეთთან აკავშირებს. ის უკრაინაში რუსეთის ძალების მომარაგების ერთ-ერთი მთავარი მარშრუტია. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინულმა ძალებმა მასზე იერიში რამდენჯერმე მიიტანეს.

