ესტონეთი კედლებს აშენებს, თუმცა ისტორიამ უკვე აჩვენა, რომ მსგავს ქმედებებს კარგი არასდროს არაფერი მოუტანია ასეთი გადაწყვეტილებების ავტორებისთვის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ესტონეთი კედლებს აშენებს. როგორც ისტორია გვიჩვენებს, ბევრ ქვეყანას აუშენებია კედლები, რომლებსაც ამ კედლების ავტორებისთვის კარგი არაფერი მოუტანია”, – აღნიშნა პესკოვმა.
ცნობისთვის, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ, განაცხადა, რომ ესტონეთის მთავრობა 1-ელი დეკემბრიდან რუსეთთან სახმელეთო სასაზღვრო გადასასვლელების დახურვას გეგმავს. ეს გადაწყვეტილება უკავშირდება რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის დაკვეთით განხორციელებულ დივერსიის მცდელობას, რომელიც ესტონეთის თავდაცვის ინდუსტრიის კომპანია Threod Systems-ის წინააღმდეგ იყო მიმართული.

