აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ევროკავშირმა უკრაინისთვის თითქმის €8 მილიარდის გადარიცხვა დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ უკრაინის მხარდაჭერის პროგრამის (Ukraine Facility) ფარგლებში კიევისთვის თითქმის €8 მილიარდის გადარიცხვა დაამტკიცა, რაც აღნიშნული მექანიზმის მეშვეობით ერთ ჯერზე გამოყოფილ ყველაზე დიდ თანხას წარმოადგენს.

საბჭოს ცნობით, გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უკრაინის მიერ რეფორმების გეგმით გათვალისწინებული 20-ზე მეტი ნაბიჯის შესრულება. რეფორმები სასამართლო სისტემას, კორუფციასა და ფულის გათეთრებასთან ბრძოლას, სახელმწიფო აქტივების მართვას, ენერგეტიკას, ბიზნესგარემოსა და სხვა სფეროებს ეხება.

ცნობისთვის, Ukraine Facility-ის პროგრამა 2024 წლის მარტში შეიქმნა და ის 2027 წლის ჩათვლით უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციისთვის €50 მილიარდზე მეტ გრანტსა და სესხს ითვალისწინებს. თუმცა, კიევისთვის თანხის გადარიცხვა გეგმით გაწერილი რეფორმების შესრულებაზეა დამოკიდებული.

იტვირთბა....