აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევის ოფიციალურ გვერდებზე კიბერშეტევები განხორციელდა
როგორც პრეზიდენტის პრესსამსახური იტყობინება, შესაბამისი უწყებები შეტევების დროულად აღკვეთისა და გამოძიების მიზნით ყველა საჭირო ზომას ატარებენ. თავდასხმების მიუხედავად, პრეზიდენტის ოფიციალური პლატფორმები და გვერდები ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს და ხელმისაწვდომია.

