კომპანია „სფეის იქსმა“ „სტარშილდის“ სიჩქარის შეზღუდვა ტექნიკური პრობლემებით ახსნა.
ამის შესახებ უკრაინული მედია PBS-იზე დაყრდნობით იტყობინება. PBS-ის ჟურნალისტი ინფორმაციას აშშ-ში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულზე, დენის სენიკზე დაყრდნობით ავრცელებს.
„უკრაინული მხარე კომპანია „სფეის იქსს“ დაუკავშირდა იმ სიჩქარის შეზღუდვასთან დაკავშირებით, რომელსაც უკრაინელი სამხედროები კონტაქტის ხაზის გასწვრივ და რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე აწყდებიან. კომპანიისგან მათ განუცხადეს, რომ ეს ტექნიკური პრობლემაა, მითხრა დენის სენიკმა. კიევს დამატებითი განმარტება არ მიუღია, თუ რატომ იზღუდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიჩქარე უკვე ზედიზედ ხუთი დღეა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, „სტარლინკის“ მუშაობის სიჩქარის შეზღუდვას უკრაინელი სამხედროები ჯერ კიდევ ოქტომბერში წააწყდნენ. როდესაც უპილოტო საფრენი აპარატების სიჩქარე საათში 160 კილომეტრს აჭარბებდა, კავშირი წყდებოდა. უკრაინელი სამხედროების განცხადებით, ეს მნიშვნელოვნად ართულებდა ოპერაციების ჩატარებას და დრონების დაკარგვას იწვევდა. ოქტომბრის ბოლოს უკრაინაში „სტარლინკის“ მუშაობა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა, თუმცა 12 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები “სტარშილდის” მუშაობაში კვლავ „მნიშვნელოვან შეფერხებებს“ აფიქსირებდნენ.

