ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ლიკვიდირებულია „ჰამასის“ კიდევ ერთი მაღალჩინოსანი, რაფაჰის ბრიგადის მოქმედი მეთაური სამირ აბუ იუნისი, ცნობილი, როგორც აბუ მაჰმუდი. საჰაერო დარტყმა ღაზის სექტორის სამხრეთით, ხან-იუნისის რაიონში განხორციელდა. დაშავდა კიდევ რამდენიმე ადამიანი.
აბუ იუნისმა „რაფაჰის ბრიგადის“ ხელმძღვანელობა მას შემდეგ გადაიბარა, რაც 15 სექტემბერს მისი წინამორბედი ნაელ აბუ ობეიდი ისრაელის თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

