ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას ცნობით, ესტონეთი 1 დეკემბრიდან რუსეთთან ყველა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს ჩაკეტავს.
ამის შესახებ ცაჰკნა X-ზე წერს.
ცაჰკნას თქმით, ესტონეთმა ეს ნაბიჯი “თვალნათელი მტკიცებულებების” ფონზე გადადგა, რომლებიც მიუთითებს, რომ რუსეთის არმიის გენერალური შტაბის მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ (ГРУ) ესტონური თავდაცვის სექტორის კომპანიის წინააღმდეგ საბოტაჟის მოწყობა სცადა.
“რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ ესტონეთის მიმართ მტრულ ქმედებებს შედეგები მოჰყვება. დაშინების, დესტაბილიზაციისა და ჩვენი უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრის მცდელობები უპასუხოდ არ დარჩება. სასაზღვრო გამშვები პუნქტების ჩაკეტვა შეამცირებს რუსეთის შესაძლებლობას, რომ ესტონეთში მტრული ნაბიჯები გადადგას და გააძლიერებს სანქციებისთვის თავის არიდების შეფერხების ძალისხმევას”. – წერს ცაჰკნა.
ამასთან, ცაჰკნამ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების შესახებ ფინელ, ლატვიელ და ლიტველ კოლეგებს აცნობა.
ცნობისთვის, 14 ნოემბერს ესტონური დრონების მწარმოებელი კომპანიის, Threod Systems-ის წინააღმდეგ საბოტაჟის წარუმატებელი მცდელობა მოხდა – ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.

