ახალი ამბები თვალსაზრისი მთავარი

“შევხვდი ივანიშვილს და ვერ მოვისმინე არგუმენტები”

ქართული ოცნების ყრილობის შემდეგ თამაზ მეჭიაურმა  პირველი განმარტება “რუსთვი 2”-თან გააკეთა.  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შედეგებზე საუბრობს:
“მეტისმეტად ოპტიმისტურია ბატონი პრემიერის და ყოფილი პრემიერის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის, იმედები, რომ ჩვენ გავერთიანდებით და შევალთ ნატოში. არ ვიცი, რას ემყარება ეს ოპტიმიზმი. ამისათვის მე გუშინ შევხვდი ბატონ ბიძინა ივანიშვილს ყრილობის დაწყებამდე. მისგან მე ვერ მოვისმინე არგუმენტები და დავრჩი ჩემს აზრზე. მე კიდევ შევხვდები ბატონ კვირიკაშვილს და არ შეუქმნი მათ დისკომფორტს იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც უნდა მიიღოს პარლამენტმა მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში მყიფე უმრავლესობა გვაქვს,“ – განაცხადა მეჭიაურმა ,,რუსთავი 2“-თან კომენტარში.

იტვირთბა....