აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რესპუბლიკელ სენატორ ერიკ შმიტთან სატელეფონო საუბრისას კონგრესს მოუწოდა, რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს კანონი, რომელიც საჰაერო მოძრაობის კონტროლის სისტემის, ტერმინალებისა და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განახლებას მოიცავს.
შმიტი კონგრესის სავაჭრო, მეცნიერებისა და ტრანსპორტის კომიტეტის წევრია. სექტემბერში მან ახალი აქტი დააინიცირა, რომელიც საავიაციო ინფრასტრუქტურის განახლებისთვის დამატებით 30 მილიარდ დოლარს ითვალისწინებს.
„სიენენის“ ცნობით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კონგრესს ფრენების შეჩერებამდე რამდენიმე საათით ადრე წერილი გაუგზავნა, რომელშიც ამავე 30 მილიარდის გამოყოფას ითხოვდნენ.
ცნობისთვის, აშშ-ში ყველა ფრენა დროებით შეჩერებული იყო. ტრანსპორტის მდივანმა, შონ დაფიმ და შიდა უსაფრთხოების მდივანმა, მარკვეინ მალინმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ შეჩერების მიზეზი მოძველებული მოწყობილობიდან მიღებული არათანმიმდევრული მონაცემები იყო.

