ევროპის როლი სამშვიდობო მოლაპარაკებებში – გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ მზად არიან რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩაერთონ.
Reuters-ის თანახმად, ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებაზე ევროპის გუნდს დააკომპლექტებს ხუთი წამყვანი სამხედრო ძალა – ევროკავშირის არაწევრი დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, გერმანია, იტალია და პოლონეთი, ასევე ევროკავშირის ინსტიტუტები – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ 13 ნოემბერს განაცხადა.
“ევროპამ ერთი, მკაფიო და საერთო ხმით უნდა ილაპარაკოს ყველა დისკუსიაში, რომლებიც მიემართება უკრაინის მომავალს და ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებას. ეს, საბოლოო ანგარიშით, ჯგუფური ძალისხმევაა” – თქვა კოშტამ დუბლინში, ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ.
მიმდინარე კვირაში დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის და ევროკავშირის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს აბუ-დაბიში გამართულ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებაში, სადაც კიევიც და მოსკოვიც გარკვეულ პროგრესზე ლაპარაკობდნენ – თუმცა გარღვევა არ მომხდარა მნიშვნელოვან თემებზე, მაგალითად ტერიტორიულ საკითხებზე.
ევროკავშირის ოფიციალური პირების განცხადებით, სამომავლო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლები სავარაუდოდ იქნებიან ხუთი სახელმწიფოს მრჩევლები ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ასევე ევროკომისიის და ევროპული საბჭოს დელეგატები. მოელიან, რომ მოლაპარაკებებზე წარმოდგენილი იქნება ნატოც.

