აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

კრემლის პირობებით სავსე დოკუმენტი აბუ დაბის დახურულ მოლაპარაკებებზე – რას ითხოვს რუსეთის ნატოსგან

რუსეთი ნატოსგან 1997 წლის საზღვრებთან დაბრუნებასა და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შეწყვეტას ითხოვს – კრემლის პირობებით სავსე დოკუმენტი აბუ დაბის დახურულ მოლაპარაკებებზე წარადგინეს. დოკუმენტი გამოცემა The New York Times-მა მოიპოვა.

რუსეთი მოითხოვს, რომ ნატო-მ თავისი ძალები აღმოსავლეთ ფლანგიდან, კერძოდ, პოლონეთიდან და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, გაიყვანოს.

დოკუმენტის თანახმად, პუტინის რეჟიმი ითხოვს, რომ სამხედრო ალიანსმა გაფართოებაზე უარი თქვას, შეაჩერონ საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

მოსკოვი ასევე მოელის, რომ სრულად შეწყდება უკრაინისთვის დასავლური შეირაღების მიწოდება.

The New York Times-ის მიერ გავრცელებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ მოსკოვი მხოლოდ იმ პირობით დათანხმდება უკრაინის ევროინტეგრაციას, თუ კიევი უარს იტყვის გაერთიანების საერთო თავდაცვით პოლიტიკაში მონაწილეობაზე.

იტვირთბა....