მომღერალი ოთო ნემსაძე ქართულ საზოგადოებას მიმართავს და თითოეულ მათგანს თანადგომისკენ მოუწოდებს. არაერთი მუსიკალური პროექტის გამარჯვებული, რომელიც არასდროს გამოირჩევა ხმამაღალი განცხადებებით, ამჯერად საჯარო მიმართვას ავრცელებს.
ოთო ნემსაძე:
“თქვენი თანადგომა მჭირდება. აქ ერთ კარგ იდეას წავაწყდი ადრე, ადამიანები ტაქსაობდნენ და მერე ამ ფულით გაჭირვებულებს ეხმარებოდნენ, ხოდა მეც გადავწყვიტე ტაქსაობა.
იმედია, ბევრი კლიენტი მეყოლება, ბევრ ფოტოებსაც გადავიღებთ და ძალიან ბევრ ადამიანსაც გავახარებთ.
17 მაისს სამშაბათს დილის 09:00-დან საღამომდე თქვენს განკაგულებაში ვარ! გამომიძახეთ, როგორც კომენტარებით, ასევე ნომრით, რომელსაც სამშაბათსვე მივუთითებ, გააზიარეთ და მეგობრებსაც უთხარით იქნებ ბევრს დასჭირდეს ტაქსი,
მადლობა თქვენ, მუდამ თქვენი ოთარა”