აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ირლანდიამ უკრაინის ენერგეტიკული მხარდაჭერის ფონდს დამატებით 25 მილიონი ევრო გამოუყო

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, ირლანდიამ ქვეყნის ენერგეტიკული მხარდაჭერის ფონდში დამატებით 25 მილიონი ევრო გადარიცხა.

ირლანდიის მთლიანი შენატანი ჯამში 52 მილიონი ევროს ოდენობას აღწევს.

“ფონდი უკრაინის ენერგეტიკული სექტორის მხარდაჭერის ეფექტიანი და გამჭვირვალე მექანიზმია.  აღჭურვილობის შეძენა, სარემონტო სამუშაოების ჩატარება, დაზიანებული ობიექტების აღდგენა და წარმოების სიმძლავრეების გაგართოება აღნიშნული ფონდის მეშვეობით ხდება”. – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა დენის შმიჰალმა.

ამასთან, 6 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყანა გერმანიისგან ზამთრის დახმარების პაკეტის მიიღებს, ხოლო მადრიდში გამართულ იბერო-ამერიკულ სამიტზე ლათინური ამერიკის ქვეყნებმა გამოხატეს მხარდაჭერა ქვეყნის ელექტროქსელის ფუნქციონირების შესანარჩუნებლად საჭირო აღჭურვილობით დახმარების კუთხით.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 5 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმებმა გარკვეულწილად უკრაინის ყველა ელექტროსადგური დააზიანა და ამ ფონზე მან ესპანეთსა და ლათინური ამერიკის ქვეყნებს ენერგოსისტემის აღსადგენად საჭირო აღჭურვილობის სწრაფად მიწოდების მხრივ დახმარება სთხოვა.

ზელენსკის თქმით, რუსეთი დრონებითა და რაკეტებით იმ ენერგეტიკულ აღჭურვილობასაც უტევს, რომელზეც უკრაინის ატომური ელექტროსადგურების მუშაობაა დამოკიდებული. უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება ტრანსფორმატორები, ძალოვანი კაბელები, ელექტროტექნიკური აღჭურვილობა, დიზელისა და გაზის გენერატორები.

იტვირთბა....