აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

იტალიაში 6 300-ზე მეტ სკოლაში ბომბის არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინება შევიდა – Reuters

იტალიაში 6300-ზე მეტ სკოლაში ბომბის არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინება შევიდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ასობით დაწესებულებაში ევაკუაცია გამოცხადდა, პოლიციამ საკლასო ოთახები და შენობები გაჩხრიკა.

პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონის თქმით, ასაფეთქებელი მოწყობილობები არსად აღმოჩენილა. მელონიმ შესაბამის სამსახურებს ყველა ახალი შეტყობინების საფუძვლიანი გამოძიება მოსთხოვა და განაცხადა რომ მსგავსმა დეზინფორმაციამ სწავლის პროცესი არ უნდა შეაფერხოს.

მსგავსი მუქარის შემცველი ელექტრონული წერილები გაიგზავნა შოტლანდიის, ჩრდილოეთ ირლანდიისა და ირლანდიის რესპუბლიკის სკოლებში, თუმცა საგამოძიებო უწყებების ცნობით, ყველა შეტყობინება ტყუილი იყო.

ამ ეტაპზე ცრუ განგაშის არც ერთი ავტორი იდენტიფიცირებული არ არის.

იტვირთბა....