აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჯეი დი ვენსი ომის დასასრულებლად ირანის წარმომადგენელთან პირისპირ საუბარს გეგმავს – „უოლ სთრით ჯორნალი“

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ომის დასასრულებლად ირანის წარმომადგენელთან პირისპირ საუბარს გეგმავს. ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს ინფორმაციას.

გამოცემის თანახმად, აშშ-ისა და ახლო აღმოსავლეთის ოფიციალური პირები და მოლაპარაკებებთან დაკავშირებული პირები აცხადებენ, რომ ვიცე-პრეზიდენტი ვენსი ირანის უსაფრთხოების მაღალჩინოსანთან პირისპირ მოლაპარაკებებს განიხილავს, რადგან ის ირანთან მთავარი მომლაპარაკებელი ხდება.

აშშ-ისა და ახლო აღმოსავლეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ბოლო დღეებში პრეზიდენტმა ტრამპმა უახლოეს თანაშემწეებსა და კოლეგებს აცნობა, რომ თანახმაა, ვენსმა ირანთან მოლაპარაკებები განაახლოს. ტრამპმა ვენსს მოლაპარაკებების წარმართვის უფლებამოსილებაც მიანიჭა.

ამასთან, ამერიკელი ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ ირანელ წარმომადგენლებთან პირდაპირი შეხვედრისთვის ვენსის გაგზავნის საკითხი ჯერ მხოლოდ წინასწარი განხილვის ეტაპზეა.

იტვირთბა....