აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ყაზახეთში კორუფციის ბრალდებით ქვეყნის სუვერენული ფონდისა და სახელმწიფო სარკინიგზო კომპანიის ხელმძღვანელები დააკავეს – მედია

ყაზახეთში კორუფციის ბრალდებით ქვეყნის სუვერენული ფონდისა და სახელმწიფო სარკინიგზო კომპანიის ხელმძღვანელები დააკავეს, – ინფორმაციას გამოცემა Kazinform-ი ავრცელებს.

ყაზახეთის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებით, ანტიკორუფციული სამსახურის ოფიცრებმა სუვერენული ფონდის Samruk-Kazyna-ს აღმასრულებელი დირექტორი, ნურლან ჟაკუპოვი და სახელმწიფო სარკინიგზო კომპანია Temir Zholy-ის ხელმძღვანელი, ელჟას ოტინშიევი დააკავეს.

ასევე, უწყების ცნობით, კორუფციული დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი კიდევ რამდენიმე პირია დაკავებული.

ყაზახეთის ეროვნულ უსაფრთხოების კომიტეტში აღნიშნეს, რომ საქმის გარემოებების დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

იტვირთბა....