ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 2 150 სამხედრო და 1 013 დრონი დაკარგა
ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, დანაკარგებს შორისაა 312 ავტომობილი და ავტოცისტერნა, 47 საარტილერიო სისტემა, 14 საბრძოლო ჯავშანმანქანა, 5 ერთეული სპეციალური ტექნიკა და 3 ტანკი
უკრაინის დადასტურებული მონაცემებით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე რუსეთმა 1 616 330 სამხედრო დაკარგა

