აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ვენესუელიდან მილიარდობით დოლარის ნავთობსა და სხვა რესურსებს ვიღებთ, ომის ხარჯები უკვე ბევრჯერ ავინაზღაურეთ, როგორც ამბობდნენ, გამარჯვებულს ნადავლი რჩება – დონალდ ტრამპი

ვენესუელიდან მილიარდობით და მილიარდობით დოლარის ღირებულების ნავთობსა და სხვა რესურსებს ვიღებთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვირჯინიის შტატში, ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს თანხა ძალიან მალე ასობით მილიარდ დოლარს მიაღწევს.

„მსგავსი რამ ჯერ არავის უნახავს. ომის ხარჯები უკვე ბევრჯერ ავინაზღაურეთ. ამას ვერავინ წარმოიდგენდა. როგორც ამბობდნენ: გამარჯვებულს ნადავლი რჩება“, – აღნიშნა ტრამპმა.

იტვირთბა....