“ნოემბრის განმავლობაში მოკლულია 7 006 რუსი სამხედრო, განადგურებული ან დაზიანებულია მტრის 22 916 სამიზნე” – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უპილოტო ძალების მეთაური, რობერტ მადიარ ბროვდი Telegram-ის საკუთარ არხზე ავრცელებს.
“SBS დაჯგუფების შედეგების 10 ნოემბრის ყოველდღიური ანგარიში – გასული დღის განმავლობაში SBS დაჯგუფების პილოტებმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციიდან“ 708 ჭია გაანადგურეს. 24 საათის განმავლობაში განადგურდა/დაზიანდა მოწინააღმდეგის 2 466 უნიკალური სამიზნე. ნოემბრის განმავლობაში: 7 006 ჭია, 22 916 მტრის სამიზნე განადგურებულია/დაზიანებული” – წერს ბროვდი.

