ახალი ამბები მსოფლიო

დონალდ ტრამპს და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის გასული კვირის ბოლოს ირანის შესახებ სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა

დონალდ ტრამპს და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის გასული კვირის ბოლოს სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, სატელეფონო საუბრის მთავარი თემა ირანი იყო. ეს მოხდა იმ ფონზე, როდესაც ისრაელს და აშშ-ს შორის უთანხმოება არსებობს ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ომის განახლების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

სატელეფონო საუბრის დეტალების მცოდნე წყაროების თანახმად, ეს იყო განსაკუთრებით რთული და მწვავე საუბარი; ერთ-ერთმა წყარომ მას „ჯოჯოხეთური ყვირილიც“ კი უწოდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის აპარატი კატეგორიულად უარყოფს ამგვარ შეფასებებს და აცხადებს, რომ საუბარი სულაც არ ყოფილა რთული.

„ყალბი ამბები, სრული სისულელეა“, – ნათქვამია ნეთანიაჰუს აპარატის საპასუხო განცხადებაში.

ისრაელის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმაც დაადასტურა, რომ საუბარი შედგა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის „სულაც არ ყოფილა რთული“.

იტვირთბა....